ჩემპიონთა ლიგა: ტენერიფეს მარტივი გამარჯვება - შერმადინის გუნდი მომდევნო ეტაპზეა
ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდის C ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრა გამართა გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“, რომელმაც ბერძნულ „კოლოსს“ უმასპინძლა და 92:73 დაამარცხა.
„ტენერიფემ“ მხოლოდ პირველი მეოთხედი დათმო - 17:26. ამის შემდეგ, თამაშზე კონტროლი აიღეს და დარჩენილ დროში მეტოქეს უბრალოდ შანსი არ დაუტოვეს.
რაც შეეხება შერმადინს, ქართველი ცენტრი სასტარტოში იმყოფებოდა და 16:32 წუთში, 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა გაიფორმა.
„ტენერიფემ“ ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო და ტურნირის მომდევნო (გამარჯვებულთა ეტაპი) ეტაპზეა გასული.
შერმადინის გუნდს მომდევნო შეხვედრა 21 დეკემბერს შინ ელის, ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში მათი მეტოქე „მურსია“ იქნება. „ტენერიფე“ 14 ქულით მე-4 ადგილზეა და საპლეიოფო ზონაში იმყოფება.