გალათასარაის მიქაუტაძის შეძენა სურს - ლიონთან კონტაქტი შედგა
ცნობილი თურქი სპორტული ჟურნალისტის იაგიზ საბუნჯუოღლუს ექსკლუზიური ინფორმაციით, „გალათასარაი“ გიორგი მიქაუტაძის შეძენით ინტერესდება. თურქულმა კლუბმა ფრანგებთან უკვე კონტაქტიც დაამყარა.
გალათასარაიმ ლიონს მიქაუტაძისა და ორბანის თაობაზე მიმართა და პირობები იკითხა. მოლაპარაკებები როგორც ფეხბურთელებთან, ისე კლუბთანაც დაწყებულია. თურქებს სურთ, რომ ამ ორი ფორვარდიდან რომელიმე გაიფორმონ.
მიქაუტაძის მიმართ „გალათასარაის“ ინტერესი ადრეც ჰქონდა. გარდა ამისა იტალიური პრესა წერს, რომ ქართველს ტურინის „იუვენტუსიც“ აკვირდება, რომელმაც შესაძლოა დუშან ვლაჰოვიჩი გაყიდოს და ახალი ფორვარდი დაიმატოს.
როგორც ცნობილია, „ლიონს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და სეზონის ბოლოს შესაძლოა ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდეს. თუ, კლუბმა პრობლემები იქამდე ვერ მოაგვარა, დიდი შანსია გასაყიდთა სიაში მიქაუტაძეც მოხვდეს, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ქართველის ღირებულება საკმაოდ მზარდია.
აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ რიგებში ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე 20 მატჩი ჩაატარა 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.