ტრავმის გარეშე და ყველაზე მეტი მატჩი 2024 წელს - კუნდე რეკორდსმენთა შორის
„ბარსელონას“ ფრანგი მცველი ჟიულ კუნდე მიმდინარე სეზონში თავის პოზიციაზე ბევრისთვის საუკეთესოა. 26 წლის ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური მცველია, თუმცა „ბლაუგრანაში“ იძულებით მარჯვენა ფლანგზე უწევს თამაში, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება.
კუნდეს კარგი თამაშის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მისი ფიზიკური მომზადებაა. ფრანგი საოცარ ფორმაშია და 2024 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელიც გახლავთ.
შაბათს, 20 დეკემბერს „ბარსელონა“ ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს და ეს კუნდესთვის ამ წელს გამართული 70-ე შეხვედრა იქნება. ამ რაოდენობის მატჩში არავის აქვს მონაწილეობა მიღებული. ფრანგმა ჯამში წელს 5,872 წუთი ითამაშა.
კუნდემ ბოლოს ტრავმის გამო მატჩი 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ შეხვედრა გამოტოვა. იმის შემდეგ, სანაკრებო და საკლუბო დონეზე მას ტრავმის გამო არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.
ამ მხრივ ყველა დროის რეკორდი (2022 წელს) „ბილბაოს“ ფორვარდს ინაკი უილიამსს ეკუთვნის. მას 6 წლის განმავლობაში ლა ლიგის 1 მატჩიც არ გამოუტოვებია. უილიამსმა ზედიზედ 246 მატჩი ჩაატარა და მას ტრავმის გამო არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.
ინაკიმ მცველის მანფრედ ბინცის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც „აინტრახტში“ 1987-1994 წლებში ზედიზედ 246 მატჩი ჩაატარა.