ბარსელონა, ბაიერნი, ლიონელ მესი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

მუსიალა: “ფავორიტი კლუბი? ბარსელონა“

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჯამალ მუსიალა მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

Teamtalk-ის ინფორმაციით, გერმანელი ნახევარმცველის გადაბირებით პირველი კანდიდატი მანჩესტერ სიტია, რომელმაც ტრანსფერისთვის 100 მილიონი ევრო გაამზადა.

ამის პარალელურად კი 21 წლის სუპერვარსკვლავმა Sport BILD-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბარსელონა ძალიან უყვარს.

რა თქვა მუსიალამ?

„ბარსელონა ყოველთვის ჩემი ფავორიტი კლუბი იყო, რადგან იქ ჩავი და ინიესტა თამაშობდნენ. ნახაევარმცველობა მეც ამიტომ გადავწყვიტე. მათი თამაშების ყურება უსასრულოდ შემეძლო. ბავშვობაში ჩემი საფეხბურთო მაისურების უკან ყოველთვის მესი, ინიესტა ან ჩავი ეწერა. ერთი მაისური ნეიმარისაც მქონდა, მაგრამ მესი ჩემი გმირი და ფავორიტი ფეხბურთელი იყო.“

შეგახსენებთ, რომ მუსიალას რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისში ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 130 მილიონი ევროა.

ამ მომენტისთვის, ბარსელონას კვლავ ფინანსური პრობლემები აქვს და მოთამაშეების დარეგისტრირება უჭირს.

რაც შეეხება მუსიალას, ის ბაიერნის პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად ჯამალმა მიუნხენური გრანდის მაისური 184-ჯერ მოირგო, 56 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარია: “კარიერის საუკეთესო მოვლენა? მესისთან ერთად თამაში“
დი მარია: “კარიერის საუკეთესო მოვლენა? მესისთან ერთად თამაში“