გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„თუ, ლიონს პროგრესი სურს, ჟორჟი ძირითადის ფორვარდი უნდა გახდეს“

ფრანგული ლიგა 1-ის ცენტრალური მატჩი პსჟ-სა და „ლიონს“ შორის გაიმართა, რომელიც პარიზელებმა 3:1 მოიგეს. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომლის შესახებაც ფრანგული პრესა უკვე აქტიურად წერს და ქართველი ფორვარდის სასტარტოს წევრად ხილვას ითხოვენ.

ცნობილი ფრანგი საფეხბურთო ანალიტიკოსი ვალიდ აშეშური, რომელიც RMC Sport-სა და DAZN-ში მუშაობს, მიქაუტაძის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და მეორე ტაიმში მისი შეცვლა გაუკვირდა.

„პარკ დე პრენსზე მიქაუტაძის თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გაოგნებული დავრჩი. ის პირველ ტაიმშიც კარგი იყო, როდესაც ლიონს არაფერი გამოსდიოდა, ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. მან გაიტანა არაჩვეულებრივი გოლი და როგორც შერკის შემთხვევაში, მისი შეცვლაც მოულოდნელი იყო. გაკვირვებული დავრჩი.

მას აქვს გამორჩეული იმპულსი და ვფიქრობ, რომ 2025 წელი უკვე მისი წელი იქნება. ლაკაზეტს დიდ პატივს ვცემ, მას არაფერს ვერჩი, მაგრამ თუ ლიონს სურს, რომ სისწრაფე გაზარდოს და უფრო მაღალ ტემპში ითამაშოს, სასტარტოს ფორვარდი მიქაუტაძე უნდა გახდეს. მისი ტექნიკური შესაძლებლობები, ბურთისთვის ბრძოლა და მისი მოთხოვნა, როგორ იხსნება ხაზებს შორის და უმკლავდება რთულ სიტუაციებს, კარგად უგებს შერკის. ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს დახუჭული თვალებით პოულობს.

რაზეც ვსაუბრობ, ეს ყველაფერი აშკარაა და შესამჩნევია. 6-თვიანი ადაპტაციის შემდეგ, მიქაუტაძე 2025 წლიდან უფრო მეტად და უკეთ აფეთქების საშუალება ექნება“.

- ამბობს ვალიდ აშეშური.

24 წლის ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში „ლიონის“ რიგებში ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე 20 მატჩი ჩაატარა 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსურველები პრემიერ ლიგიდან | ჩაკვეტაძეს სამი გუნდი აკვირდება
მსურველები პრემიერ ლიგიდან | ჩაკვეტაძეს სამი გუნდი აკვირდება