ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

“გულშემატკივრებს საახალწლო საჩუქარს ვერ გავუკეთებ“ - მუსიალა საკუთარ მომავალზე

ჯამალ მუსიალასა და მიუნხენის ბაიერნს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რეკორდმაისტერს სუპერვარსკვლავს გერმანული მედია ესაუბრა და მომავალთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, რაზეც ჯამალმა ასეთი რამ უპასუხა:

მუსიალა:

„სამწუხაროდ, გულშემატკივრებს საშობაო საჩუქარს ვერ გავუკეთებ. ჩემს მომავალთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში სიახლე არ იქნება. გადაწყვეტილების მისაღებად, მთლიანობაში, ყველა პარამეტრი, რომელიც ხელს უწყობს პროცესის განვითარებას უნდა იყოს კარგი, მისაღები და სწორი ჩემთვის.“

შეგახსენებთ, რომ გერმანელ ფეხბურთელს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისში ეწურება.

გამოცემა Teamtalk-ის ინფორმაციით, 21 წლის შემტევის გადაბირებით მანჩესტერ სიტი ინტერესდება. პეპ გუარდიოლას გუნდმა ტრანსფერისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო.

შეგახსენებთ, რომ ქალაქელები მძიმე კრიზისში არიან და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გაძლიერებას გეგმავენ, თუმცა მუსიალას ზაფხულისთვის უმიზნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაშფორდი: ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ
რაშფორდი: ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ