მარესკა: გვჯერა, რომ მუდრიკი უდანაშაულოა
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლონდონის „ჩელსის“ უკრაინელ შემტევს, მიხაილო მუდრიკს დოპინგ ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, „არისტროკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა განცხადება გააკეთა.
„ეს კლუბის განცხადებაა. ვეღარაფერს დავამატებ. მე მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. ახლა მას ვარჯიში არ შეუძლია. ველოდებით. კლუბი მას მხარს უჭერს - გვჯერა, რომ მიშა უდანაშაულოა. არ ვფიქრობ, რომ „ჩელსიში“ მისი კარიერა დასრულდა. ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება, - განაცხადა ენცო მარესკამ.
თავად უკრაინელი აცხადებს, რომ ის დოპინგ ტესტის შედეგით შოკირებულია და არანაირი წესები შეგნებულად არ დაურღვევია.
შეგახსენებთ, რომ მიხაილო მუდრიკს „ჩელსის“ შემადგენლობაში 28 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, ბოლოს ის მოედანზე კონფერენს ლიგაზე „ჰაიდენჰაიმთან“ (2:0) გამოჩნდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა ოთხი შეხვედრა გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა პრემიერ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და არც ერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.