მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ადრე სახლის მოვლაში გვეხმარებოდა, ახლა კი ოცნებას აიხდენს“ - მახაჩევი უმარზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ESPN MMA-სთან უმარ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა, რომელიც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება. მახაჩევმა განაცხადა, რომ „მანქანასთან“ უმარის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

რას ამბობს ისლამი:

„უმარს მრავალი წელია ვიცნობთ. ადრე, ჩვენს ბანაკში მხოლოდ დასახმარებლად მიგვყავდა, სახლისთვის რომ მიეხედა, ახლა კი დიდი ბიჭია, რომელიც ტიტულისთვის იჩხუბებს. მისი ოცნება აუცილებლად ახდება, მან ეს დიდი შრომისმოყვარეობის გამო დაიმსახურა. 19 იანვარი ჩვენი გუნდისთვის უზარმაზარი ღამე იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება. ამავე დღეს ტიტულის დაცვას ისლამ მახაჩევიც ეცდება, რომელიც არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
PUBG-ის გამო ჩხუბი წააგო | ხაბიბის ბიძაშვილს ვიდეოთამაშების სიყვარული ძვირად დაუჯდა
PUBG-ის გამო ჩხუბი წააგო | ხაბიბის ბიძაშვილს ვიდეოთამაშების სიყვარული ძვირად დაუჯდა