ხვიჩა კვარაცხელია, საბა საზონოვი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძეს დიდი პროგრესი აქვს | Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელთა ფასები განაახლა

Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და ცვლილებები ქართველებსაც შეეხოთ. ხვიჩა კვარაცხელიასა და საბა გოგლიჩიძის ფასმა მოიმატა, საბა საზონოვის ღირებულება კი შემცირდა.

„კვარას“ ფასი 80 მილიონი ევროდან 85-მდე ავიდა. ხვიჩამ ნიკოლო ბარელა ჩამოიტოვა და სერია A-ში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ქართველი გარემარბი მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება, რომელიც Transfermarkt-ზე 100 მილიონი ევრო ღირს.

დიდი პროგრესი აქვს საბა გოგლიჩიძეს. 20 წლის ქართველი მცველი შესანიშნავად გამოიყურება და მისი სატრანსფერო ფასი 3 მილიონი ევროთი, 5-დან 8-მდე გაიზარდა. გოგლიჩიძე, ჯაკოპო ფაცინისთან ერთად, „ემპოლის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

დაბოლოს, საზონოვის ღირებულება 2.8 მილიონი ევროდან, 2.5-მდე შემცირდა, რაც გასაგებიცაა. ქართველ უკანახაზელს ტრავმა აწუხებს და სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. საბა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედი ვიქონიოთ, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხედავ გზას, რომლითაც მერაბი მოიგებს“ | სენდჰეგენი უმარი VS დვალიშვილზე
„ვერ ვხედავ გზას, რომლითაც მერაბი მოიგებს“ | სენდჰეგენი უმარი VS დვალიშვილზე