მარკუს რაშფორდი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„უბრალოდ მინდა მარკუსს დავეხმარო“ - ამორიმი რაშფორდს გამოეხმაურა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი მარკუს რაშფორდის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, მას „წითელი ეშმაკების“ თავდამსხმელის დახმარება სურს.

„ვფიქრობ, ის მართალია. ჩვენ აქ ახლა ახალი გამოწვევა გვაქვს, რომელიც რთულია - ყველაზე რთული გამოწვევა ფეხბურთში, რადგან რთულ სიტუაციაში ვართ. ეს ახალი გამოწვევაა და იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან.

ჩემი სურვილია მოგებები და დავეხმარო გუნდს, გახდეს უკეთესი. ამიტომაც ჩვენ უკეთესები უნდა გავხდეთ მარკუსთან ერთად. ვცდით სხვადასხვა საშუალებას მარკუსის წასაქეზებლად, რათა მან მიაღწიოს იმ დონეს, რომელიც წარსულში აჩვენა.

ასეთ კლუბს სჭირდება დიდი ტალანტები, მარკუსი კი ნამდვილად დიდი ტალანტია. ამიტომაც გვჭირდება, რომ მან ითამაშოს მაღალ დონეზე და ეს ჩემი ამოცანაა - მე უბრალოდ მინდა მარკუსს დავეხმარო“, - თქვა ამორიმმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „წითელი ეშმაკები“ 27 წლის თავდამსხმელის გაყიდვას აპირებენ. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ რაშფორდი არ მოხვდა „სიტისთან“ სამატჩო განაცხადში.

შეგახსენებთ, რომ რაშფორდის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. ინგლისელი ფეხბურთელი „იუნაიტედის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2015 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, მან 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაიო: ნერეში ვინისიუსს ჰგავს, მაგრამ ის კვარას ალტერნატივა არ არის
კალაიო: ნერეში ვინისიუსს ჰგავს, მაგრამ ის კვარას ალტერნატივა არ არის