მამარდას შემდეგ კვარა | რომელ ადგილზეა ხვიჩა The Guardian-ის ტოპ 100-ში
ავტორიტეტული ბრიტანული ტაბლოიდი, The Guardian-ი 2024 წლის ტოპ 100 ფეხბურთელის დასახელებას განაგრძობს. პირველ ეტაპზე, ცნობილი გახდა იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებიც მე-100-დან 70-ე ადგილებს იკავებენ, დღეს კი მათ კიდევ 30 ფეხბურთელი დაემატა.
The Guardian-ის ტოპ 100-ში საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელია. გიორგი მამარდაშვილი მე-80 პოზიციაზეა, ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ 50-ში მოხვდა და 49-ე გახლავთ.
„ნაპოლის არც ერთ ფეხბურთელს წარმოუჩენია თავი საუკეთესოდ იმ სეზონში, როცა სერია A-ს მოქმედმა ჩემპიონმა, ტიტულის დაცვის კუთხით, სრული ფიასკო განიცადა. ნაპოლიმ 3 მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.
თუმცა, ფეხბურთელმა, რომელსაც მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს და მარცხენა ფლანგზე მოქმედებს, 11 გოლი მაინც გაიტანა. ამას მოჰყვა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე, პორტუგალიასთან შეგდებული ბურთი და ჯვაროსნების პლეიოფში სენსაციური გასვლა. ახლა, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა და როგორც გუნდი, ისე კვარაცხელია, სწორი მიმართულებით მიდიან“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, 2023 წლის რეიტინგში „კვარა“ 37-ე იყო და მამარდაშვილი კი The Guardian-ის ტოპ 100-ში პირველად მოხვდა.