გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1:3 დამარცხდა და „ლიონის“ მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ მიქაუტაძის ანგარიშზეა.

24 წლის თავდამსხმელმა ჯანლუიჯი დონარუმას ბურთი თავზე ლამაზ სტილში გადაუგდო და კარგი შეხვედრა ჰქონდა, რის წყალობითაც, მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მიქაუტაძის გარდა, საუკეთესო თერთმეტეულში „ლიონის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს ვხედავთ - რაიან შერკი.

სიმბოლურ ნაკრებში „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლები ჭარბობენ - დეზირე დუე, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, აშრაფ ჰაკიმი და ვილიან პაჩო. „მარსელს“ სამი წარმომადგენელი ჰყავს - ხერონიმო რული, ადრიენ რაბიო, კანტენ მერლენი, ხოლო „ლილიდან“ ბაფოდე დიაკიტე გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ დაგროვებული 25 ქულით „ლიონი“ მეხუთე ადგილზეა. გიორგის ანგარიშზე კი, 4 გოლი და 1 საგოლე პასია. მიქაუტაძე და კომპანია მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხედავ გზას, რომლითაც მერაბი მოიგებს“ | სენდჰეგენი უმარი VS დვალიშვილზე
„ვერ ვხედავ გზას, რომლითაც მერაბი მოიგებს“ | სენდჰეგენი უმარი VS დვალიშვილზე