„უნდა დავაფინიშო“ - მახაჩევი ცარუკიანზე
ისლამ მახაჩევმმა არმან ცარუკიანთან დაგეგმილ რიგით მეორე ჩხუბზე ილაპარაკა, რომელიც 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.
„პირველი ჩხუბი ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე მძიმე, ვოლკანოვსკისთან 5 რაუნდი კი გიჟური იყო - ზოგჯერ პულსში წუთში 200-ს აღემატებოდა. შესაძლოა მე პირველ ჯერზე არმანი სათანადოდ არ დავაფასე. არავინ მას არ იცნობდა, მისი ჩხუბები არ მქონდა ნანახი. ეს საკითხი უნდა დავასრულო - მე ის უნდა დავაფინიშო“, -თქვა მახაჩევმა.
მანამდე დაღესტნელი მებრძოლის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა თქვა, რომ სომეხი მეტოქე მრავალი ასპექტით რთული მეტოქეა.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ცარუკიანის პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.