ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ძალიან რთული ჩხუბია“ - რას ამბობს მახაჩევის მწვრთნელი

ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა არმან ცარუკიანთან დაგეგმილ ჩხუბზე ილაპარაკა, რომელიც 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.

მისი თქმით, სომეხი მებრძოლი მრავალი ასპექტით რთული მეტოქეა.

„ჩვენ ძალიან, ძალიან საინტერესო ბრძოლა გველოდება და მე არ ვიცი, ის როგორ ჩაივლის. ეს ჩვენთვის ძალიან რთული ჩხუბია. მათ ერთმანეთთან მანამდეც უბრძოლიათ, მაგრამ მას შემდეგ ორივე შეიცვალა. ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი“, - თქვა მენდესმა Submission Radio-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ცარუკიანის პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.

ცნობისათვის, 19 იანვარს გასამართი ბრძოლისთვის ცარუკიანს ადრიანო მარტინსი ამზადებს. ეს უკანასკნელი ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც მახაჩევის დამარცხება შეძლო და მან ამის გაკეთება 2015 წელს მოახერხა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველ ადგილზე მერაბია | UFC-ის რომელი ჩემპიონი რამდენჯერ შეამოწმეს დოპინგზე?
პირველ ადგილზე მერაბია | UFC-ის რომელი ჩემპიონი რამდენჯერ შეამოწმეს დოპინგზე?