მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბს უსამართლოდ მოექცნენ, მაგრამ თავის საქმეს მაინც გააკეთებს“ - ალჯო სატიტულო ჩხუბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა „მანქანასა“ და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მერაბი რუს მებრძოლს გაანადგურებს.

რას ამბობს ალჯო:

„ეს ბრძოლა ჩხუბამდე ექვსნახევარი კვირით ადრე ჩაინიშნა. იმსახურებდა თუ არა ნურმაგომედოვი ამას? მესმის, რომ როდესაც კანდიდატი ხარ, ამის გაკეთება გიწევს, მაგრამ როდესაც ჩემპიონი ხარ, ასეთი პირობებზე არ უნდა მიდიოდე, ეს სამართლიანი არ არის“.

„მაგრამ ჩვენ იქ მაინც წავალთ და მერაბი თავის საქმეს გააკეთებს. ის ნურმაგომედოვის დაუმარცხებელ სერიას დაასრულებს, ბრწყინვალე პერფომანსს დადებს და შემდეგ, შემდეგ კანდიდატზე გადავერთვებით“.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირებას UFC 311-ზე ვიხილავთ, რომლის მთავარი მოვლენაც არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლაა. ღონისძიება თბილისის დროით, 19 იანვარს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველ ადგილზე მერაბია | UFC-ის რომელი ჩემპიონი რამდენჯერ შეამოწმეს დოპინგზე?
პირველ ადგილზე მერაბია | UFC-ის რომელი ჩემპიონი რამდენჯერ შეამოწმეს დოპინგზე?