„ჩემპიონი ასეთ პირობებს არ უნდა იღებდეს, მაგრამ მერაბი თავის საქმეს გააკეთებს“ - ალჯო სატიტულო ჩხუბზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა „მანქანასა“ და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მერაბი რუს მებრძოლს გაანადგურებს.
რას ამბობს ალჯო:
„ეს ბრძოლა ჩხუბამდე ექვსნახევარი კვირით ადრე ჩაინიშნა. მერაბი იძულებული გახდა, რომ ასეთ მოკლე დროში ეჩხუბა, როდესაც ჩემპიონი ხარ, ასეთ პირობებს არ უნდა იღებდეს, ეს სწორი არ არის. მას ბრძოლისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ექვსნახევარი კვირა აქვს. მესმის, რომ როდესაც პრეტენდენტი ხარ, ამაზე დათანხმება გიწევს, მაგრამ ეს სწორი ნამდვილად არ არის.
„მაგრამ ჩვენ იქ მაინც წავალთ და მერაბი თავის საქმეს გააკეთებს. ის ნურმაგომედოვის დაუმარცხებელ სერიას დაასრულებს, ბრწყინვალე პერფომანსს დადებს და შემდეგ, მომდევნო კანდიდატზე გადავერთვებით“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირებას UFC 311-ზე ვიხილავთ, რომლის მთავარი მოვლენაც არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლაა. ღონისძიება თბილისის დროით, 19 იანვარს არის ჩანიშნული.