ბავშვს PS5 აჩუქეს, შემდეგ კი წაართვეს | სკანდალი NBA-ში და ჰორნეთსის ბოდიში
Aa
Aa

ბავშვს PS5 აჩუქეს, შემდეგ კი წაართვეს | სკანდალი NBA-ში და ჰორნეთსის ბოდიში

NBA-ის კლუბი, „შარლოტ ჰორნეთსი“ სერიოზულ სკანდალში გაეხვია და ბოდიშის მოხდა მოუწია. „ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ გამართული მატჩის შესვენებაზე, „ჰორნეთსმა“ ერთ-ერთი გულშემატკივარი დაასაჩუქრა და პატარა ბიჭუნას Playstation 5 გადასცა, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

პატარა ქომაგი მიღებული საჩუქრით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ როგორც კი კამერებს მოშორდა, PS5-ის დათმობა მოუწია. როგორც ირკვევა, მას სათამაშო კონსოლი გამოართვეს და Playstation 5-ის ნაცვლად, საკალათბურთო მაისური გადასცეს.

ბუნებრივია, „ჰორნეთსის“ ქმედება გამოაშკარავდა და მომხდარზე სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დაიწერა. „შარლოტმა“ უდიდესი კრიტიკა მიიღო და საბოლოოდ, იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა. „ჰორნეთსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს უბრალო სკეტჩი იყო და პატარა ქომაგს PS5-ს დაუბრუნებდა.

არავინ იცის, რაში დასჭირდა „ჰორნეთსს“ ასეთი სკეტჩის გათამაშება, ვის მოუვიდა ეს იდეა და რატომ გახდა პრობლემა ამხელა კლუბისთვის 400-დოლარიანი სათამაშო კონსოლი. ამ ყველაფერში ერთადერთი კარგი ისაა, რომ პატარა ქომაგს PS5 შეუნარჩუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი მაესტრო“ | საფეხბურთო ექსპერტი ჩაკვეტაძეს აქებს
„ქართველი მაესტრო“ | საფეხბურთო ექსპერტი ჩაკვეტაძეს აქებს