რაშფორდი: ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი ამბობს, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „წითელი ეშმაკები“ 27 წლის ფეხბურთელის გაყიდვას აპირებენ.
ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ რაშფორდი არ მოხვდა „სიტისთან“ სამატჩო განაცხადში.
სპორტულ ჟურნალისტთან, ჰენრი ვინთერთან ინტერვიუში ახალგაზრდა ფორვარდმა თქვა:
„თუ მე ვიცი, რომ სიტუაცია უკვე ცუდია, მის გაუარესებას არ ვაპირებ. მინახავს, სხვა ფეხბურთელები როგორ წავიდნენ წარსულში და არ მინდა ეგეთი ადამიანი ვიყო. როდესაც წავალ, განცხადებას გავაკეთებ და ის ჩემი სახელით იქნება. როდესაც წავალ, არ იქება არანაირი წყენა. ვერ გაიგებთ ჩემგან უარყოფით კომენტარებს „მანჩესტერ იუნაიტედზე“ - მე ასეთი ადამიანი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.
ინგლისელი ფეხბურთელი „იუნაიტედის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2015 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, მან 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა.