„ვერ ვხედავ გზას, რომლითაც მერაბი მოიგებს“ | სენდჰეგენი უმარი VS დვალიშვილზე
უმარ ნურმაგომედოვის ყოფილმა მეტოქემ, კორი სენდჰეგენმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. სენდჰეგენი ვარაუდობს, რომ მერაბ დვალიშვილი ქამარს ვერ დაიცავს და ნურმაგომედოვთან დამარცხდება.
„ვფიქრობ, უმარი გაიმარჯვებს. ვერ ვხედავ ვერაფერს, რის წყალობითაც, მერაბს მოგება შეუძლია. დვალიშვილი ნურმაგომედოვს სტრაიკინგში ვერ აჰყვება და არ მგონია, მისი პარტერში გადაყვანა და გაკონტროლება გამოუვიდეს. როგორც მაგალითად ეს შონ ომალისთან ან სხვა მეტოქეებთან გააკეთა.
ვერ ვხედავ გზას, რომელიც მერაბს წარმატებას მოუტანს. უმარი თეიქდაუნების მცდელობების წინააღმდეგ თავს კარგად დაიცავს და ორთაბრძოლას პარტერში არ გადაიყვანს. უმარი ნამდვილი სნაიპერია. ხალხი ვერ ხვდება, ნურმაგომედოვი როგორი სწრაფია და რამდენად კარგად ნიღბავს ფეხით განხორციელებულ დარტყმებს. მერაბთან ჩხუბი მისთვის მშვენიერი შანსია, რომ საკუთარი უნარები წარმოაჩინოს. დვალიშვილი ბოლო პერიოდში ბინძურ საუბარს არ ერიდება და მინდა, საკადრისი მიიღოს.
მერაბი სულელურად იქცევა. MMA-ის ფანებს სურთ, იხილონ მებრძოლები, რომლებსაც არავისთან ჩხუბის ეშინიათ და მზად არიან, თავიანთი სიცოცხლე სასწორზე დადონ. ფანებს უნდათ, ჩვენგან შთაგონება მიიღონ და მსგავსს ვერაფერს იზამს მებრძოლი, რომელიც ამბობს: „არა, ამ ბიჭთან ჩხუბი არ მინდა და მსურს, შევხვდე მებრძოლს, რომელიც უკვე დამარცხებული მყავს“. ფანები სულელები არ არიან. ისინი ყველაფერს ხვდებიან“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირებას UFC 311-ზე ვიხილავთ, რომლის მთავარი მოვლენაც არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლაა. ღონისძიება თბილისის დროით, 19 იანვარს არის ჩანიშნული.