ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილიას შეუძლია ისლამს ბევრი ზიანი მიაყენოს, მაგრამ...“ - მახაჩევის მწვრთნელის კომენტარი

ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ილია თოფურიასთან ჩხუბის ალბათობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსი მებრძოლის გუნდი „მატადორთან“ ჩხუბს არ განიხილავს.

რას ამბობს მენდესი:

„ილია შესანიშნავი მებრძოლია. რასაც ვხედავ, მას ამ ორგანიზაციაში საუკეთესო კრივის ხელები აქვს, მინიმუმ ტექნიკურად მაინც. მას შეუძლია ისლამს ბევრი ზიანი მიაყენოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წონას მოიმატებს და ჩვენს დივიზიონში ამოვა. ამჟამად, ეს ბრძოლა არ გვაინტერესებს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რამდენიმე კვირის წინ კი განაცხადა, რომ წონის შეცვლას განიხილავს და მის გეგმაში მსუბუქ წონაში გადასვლაა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.

„მატადორმა“ რუსი მებრძოლი ჰოლოუეისთან გამარჯვების შემდეგაც გამოიწვია, თუმცა, მახაჩევმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ისლამს ქამრის დაცვა 19 იანვარს, UFC 311-ზე არმან ცარუკიანის წინააღმდეგ მოუწევს. ამავე ქარდზე, ჩემპიონის ქამარს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილიც დაიცავს, რომლის მეტოქეც ისლამ მახაჩევის თანაგუნდელი და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაკჩიკენთან ჩხუბს არ ვაპირებ“ | თოფურიამ კონორს უპასუხა
„მაკჩიკენთან ჩხუბს არ ვაპირებ“ | თოფურიამ კონორს უპასუხა