ხვიჩა კვარაცხელია, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„ნერეშისა და კვარას შეთავსება მარტივი არ იქნება, რადგან...“ - რას ამბობს რასტელი

ნაპოლისა“ და „კალიარის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მასიმო რასტელიმ Radio Marte-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიასა და დევიდ ნერეშზე ილაპარაკა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ანტონიო კონტე ყოველთვის ორჭოფობდა, გამოეყენებინა თუ არა ბრაზილიელი, თუმცა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გარკვეული იდეით დაიწყო და იპოვა ბალანსი.

რა თქვა რასტელიმ:

„ახლა, როდესაც კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, ნერეშმა მომენტით ისარგებლა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. როდესაც ქართველი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება, კონტეს გაუჩნდება შესაძლებლობა, გადაწყვეტილება ტაქტიკური სქემის მიხედვით მიიღოს - მწვრთნელისთვის ყოველთვის კარგია ბევრი ვარიანტის ქონა“.

„იმის გათვალისწინებით, რომ კვარაცხელია მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, მისი შეცვლა რთული იქნება. კონტესთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიღწეული ტაქტიკური ბალანსი და სწორია“.

„ნერეშისა და კვარას შეთავსება მარტივი არ იქნება, რადგან სხვადასხვა სათამაშო სიტუაცია არსებობს. ბრაზილიელმა კარგად გამოიყენა შანსი, მაგრამ ახლა მას ეს თავისი ფორმა უნდა დაამტკიცოს, რომელიც „უდინეზესთან“ აჩვენა. მაღალი დონის მოთამაშე ხდება ის, რომელსაც მაღალი შედეგები ბევრ მატჩში აქვს და არა მხოლოდ 2-3 თამაშში“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.

ცნობილია, რომ ქართველი შემტევი მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს „ჯენოას“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს. 16 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ „ატალანტას“ კი 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსურველები პრემიერ ლიგიდან | ჩაკვეტაძეს სამი გუნდი აკვირდება
მსურველები პრემიერ ლიგიდან | ჩაკვეტაძეს სამი გუნდი აკვირდება