ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

2024 წელს ვეღარ ითამაშებს? - არასასიამოვნო ამბები ნეაპოლიდან

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. „ნაპოლისთან“ დაახლოებული სააგენტო Napolicalviolive წერს, რომ ხვიჩას გამოჯანმრთელებას შესაძლოა, იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული.

ქართველი შემტევის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ნაპოლის“ ყოფილმა ექიმმა, ალფონსო დე ნიკოლამ ისაუბრა და განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ანტონიო კონტეს ხვიჩას რაც შეიძლება მალე დაბრუნება სურს, ის 2024 წელს ვეღარ ითამაშებს.

რას ამბობს დე ნიკოლა:

„ხვიჩასთვის 2024 წელი დასრულებულია. დარწმუნებული ვარ, „ნაპოლი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ის რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს, მაგრამ როგორც წესი, ტრავმა, რომელიც მან მიიღო, რამდენიმეკვირიან რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც გავიგე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში უკვე დაიწყო, მაგრამ მისი რეაბილიტაციის ვადები გახანგრძლივებულია. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა, როდესაც ქართველი ხელახალ გამოკვლევებს ჩაიტარებს და ტესტების პასუხები გვეცოდინება“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. ცნობილია, რომ ქართველი შემტევი მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს „ჯენოას“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

16 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ „ატალანტას“ კი 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Football Insider: სიტი იანვარში რაღაც დიდს გეგმავს, მათ კვარა სჭირდებათ
Football Insider: სიტი იანვარში რაღაც დიდს გეგმავს, მათ კვარა სჭირდებათ