სათამაშოები მიუტანეს | ილია თოფურია ბავშვთა ონკოლოგიურ კლინიკას ესტუმრა
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გასულ ორშაბათს El Partidazo de COPE-ს სტუმარი იყო. ცნობილი გადაცემის აღნიშნული ეპიზოდი მადრიდში მდებარე ალკარასის თეატრში ჩაიწერა და მას 700 ადამიანი დაესწრო. ბილეთების გაყიდვისას, ორგანიზატორთა თხოვნა იყო, მაყურებლებს სათამაშოები მიეტანათ, რომლებსაც შემდეგ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს დაურიგებდნენ.
El Partidazo de COPE-ს წამყვანი, ხუანმა კასტანიო და „ელ მატადორი“ ლა პასის ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებას ესტუმრნენ და სიმსივნესთან მებრძოლ პატარებს სათამაშოები გადასცეს. ილიას თან ახლდა მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი და მათ ბავშვები გაამხნევეს და მათთან ერთად ილოცეს.
„კლინიკას ილიასთან და მის მეუღლესთან, ჯორჯინასთან ერთად ვესტუმრეთ და მათ ბავშვებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ძალიან კარგი და ძალიან მძიმე დღე იყო. ძალიან კარგი, რადგან პატარა გოგონებისა და ბიჭუნების გაღიმებული სახეები დავინახეთ და ძალიან მძიმე, რადგან საკუთარი თვალით ვიხილეთ, ასეთი ასაკის ბავშვები როგორ რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან“, - განაცხადა ესპანელმა ჟურნალისტმა.
ცნობისთვის, თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2024 წლის ოქტომბერში გამართა და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა. „ელ მატადორმა“ ბრწყინვალე ნოკაუტით იმარჯვა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.