ლილარდის პირველი ტიტული | მილუოკი ბაქსი NBA-ის თასის გამარჯვებულია
„მილუოკი ბაქსი“ NBA-ის შიდასასეზონო ტურნირის, NBA-ის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში, დემიენ ლილარდისა და იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდი „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
GIANNIS AND THE BUCKS WENT ALL IN FOR THE NBA CUP CHAMPIONSHIP ???????? pic.twitter.com/kJGfk4B0FM
— Bleacher Report (@BleacherReport) December 18, 2024
მატჩის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და „მილუოკი“ დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 51:50. მეორე ნახევარში, „ბაქსმა“ დაცვაში ბრწყინვალედ იასპარეზა. „მილუოკიმ“ მესამე მეოთხედი 26:14, ხოლო გადამწყვეტი პერიოდი 20:17 მოიგო და საბოლოოდ, 97:81 იმარჯვა.
ფინალის MVP იანისი გახდა და „გრიკ ფრიკმა“ სამმაგი დუბლი გააკეთა - 26 ქულა, 19 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 3 დაფარება. დემიენ ლილარდმა, რომელმაც კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, 23 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი გაიფორმა. ბრუკ ლოპესმა და გარი ტრენტ ჯუნიორმა 13-13 ქულა ჩააგდეს. „თანდერის“ მხრიდან 21 ქულით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა. ჯეილენ უილიამსმა 18 ქულა მიითვალა.
GIANNIS, BUCKS WIN THE #EmiratesNBACup ????
— NBA (@NBA) December 18, 2024
???? 26 PTS
???? 19 REB
???? 10 AST
???? 3 BLK
???? 2 STL
The Greek Freak put on a SHOW in Vegas! pic.twitter.com/tHDReTvS25
ცნობისთვის, NBA-ის თასის ტურნირი გასულ სეზონში შემოიღეს და მისი პირველი გამარჯვებული „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ გახლავთ. სათქმელია ისიც, რომ „ბაქსმა“ ჩემპიონობა წაგების გარეშე იზეიმა - 7 მოგება, 0 მარცხი.