ქოჩორაშვილს გოლამდე ცოტა დააკლდა - ლევანტემ ალბასეტეს ვერ მოუგო
ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში ლევანტე ალბასეტეს ესტუმრა. გუნდებმა მძიმე ბრძოლაში ქულები გაიყვეს, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი ქოჩორაშვილს, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.
ჯვაროსნების კაპიტანს მატჩის 43-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი ყუმბარისებული დარტყმა მეკარემ მოიგერია.
მატჩის მიმდინარეობისას, გიორგიმ 2 საკვანძო პასი გააკეთა. კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა, ხოლო დრიბლინგი სამჯერ სცადა და ორჯერ გამოუვიდა.
ამ შეხვედრის შემდეგ, ლევანტეს სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი უესკას უმასპინძლებს.