ვინისიუსი: “დღეს მე გავიმარჯვე! გავიმარჯვე ჩემი ოჯახისთვის“
დასრულდა 2024 წლის FIFA THE BEST-ის დაჯილდოება, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელმა შემტევმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა.
რას წერს ვინისიუსი?
„დღეს მე ვწერ იმ ბიჭზე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა უამრავი თავისი კუმირი ამ ჯილდოთი ხელში. ახლა შენი დრო დადგა!! უფრო სწორად ჩემი დროც დადგა!! დროა ვთქვათ, დიახ, მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და ამისთვის ბევრი ვიბრძოლე.
ზოგიერთი ადამიანი ახლაც ცდილობს ჩემს განულებას და დაკნინებას, მაგრამ ისინი ამისთვის სათანადოდ მზად არ არიან. ვერავინ მეტყვის ვისთვის უნდა ვიბრძოლო და როგორ მოვიქცე. როდესაც სან-გონსალესში ვცხოვრობდი, სისტემა ჩემზე არ ზრუნავდა და ამ ყველაფერმა კინაღამ გადამყლაპა.
დღეს მე გავიმარჯვე. გავიმარჯვე ჩემი ოჯახისთვის!! ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ფლამენგო, რეალი, ბრაზილიის ნაკრები. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მეხმარებოდნენ, მათ შორის ჩემს უამრავ თანაგუნდელს.. ისინი ყოველდღიურად იზიარებდნენ ჩემს რუტინას და ჩემით აღფრთოვანებულები არიან.“
View this post on Instagram
აქვე გეტყვით, რომ ვინისიუს ჟუნიორმა მეორე ადგილზე გასულ როდრის სულ რაღაც 5 ქულით აჯობა. ბრაზილიელმა 48 ქულა მიიღო, ხოლო ესპანელმა ნახევარმცველმა 43.
ასევე შეგახსენებთ, 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულად სწორედ ვინისიუსს მოიაზრებდნენ, მაგრამ აღნიშნული ჯილდო როდრიმ დაისაკუთრა.
ცნობისთვის, ვინი გახდა მეექვსე ბრაზილიელი რომარიოს, რონალდოს, რივალდოს, რონალდინიოს და კაკას შემდეგ, ვინც აღნიშნული ჯილდო მოიგო.