რა იქნება ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ? - ბარსა ახალ ტრანსფერს გეგმავს
ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com წერს, რომ ბარსელონამ ახალი თავდამსხმელის ძებნა დაიწყო, რადგან გუნდში თვლიან, რომ ნელ-ნელა რობერტო ლევანდოვსკის შემცვლელის დაბევებაა საჭირო.
წყაროს ცნობით, ბლაუგრანას ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მარკუს ტურამი იქნება, რომელმაც ინტერში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.
პოლონელ თავდამსხმელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. ჰანსი ფლიკის მეთაურობით, ლევანდოვსკი ბრწყინავს და ამ მომენტისთვის მისი შემცვლელის მოყვანა საჭირო არ არის.
Goal აკონკრეტებს და წერს, რომ ბარსა რობერტის წასვლის შემდეგი პერიოდისთვის ემზადება და მარკუსთან მოლაპარაკებას აუცილებლად დაიწყებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრანგი თავდამსხმელის გადაბირებისთვის ბარსელონას გარდა ტოტენჰემი და არსენალი იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.