გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მენიოზე, ლუნინზე და სიმონზე წინ - მამარდა The Guardian-ის ტოპ 100-ში მოხვდა

ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა The Guardian ყოველ წელს, წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელს ასახელებს.

გამონაკლისი არც 2024 წელი გახლავთ. გამოცემამ ჯერჯერობით 100-დან 70-მდე ფეხბურთელი დაასახელა. ანუ 70-დან 100-ის ჩათვლით.

საინტერესო და სასიხარულო ის გახლავთ, რომ მე-80 ადგილზე გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა.

რას წერს The Guardian?

„ქართველი მეკარისთვის ძალიან დატვირთული წელი იყო. ევრო 2024-ზე საქართველოს ყველა მატჩში მან გამოცდები ჩააბარა და ამ სეზონში ვალენსიაშიც ბევრი საქმე აქვს. სუსტი დაცვითი ხაზების მიღმა თამაში იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილის შესანიშნავი ნიჭი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ის ხშირად იყო ყველაზე შთამბეჭდავი მეკარე მთელს ესპანეთში.

 გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის დაძლევაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი როლი შეასრულა. მან 20 დარტყმა მოიგერია, მათგან 11 კი ჩეხეთის წინააღმდეგ. საქართველო მერვედფინალში სენსაციურად გავიდა. ლივერპულმა მასში შესაბამისი თანხა 30 მილიონი ევრო გადაიხადა. ის ამ დროისთვის ვალენსიაში იჯარის წესით იმყოფება. ჩვენს რეიტინგში კი მხოლოდ ალისონს ჩამორჩება, რომელსაც სავარაუდოდ ლივერპულში ჩაანაცვლებს.“

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი The Guardian-ის რეიტინგში ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც ანდრეი ლუნინი, კოდი გაკპო, პაუ კუბარსი, დავიდ რაია, ჟიულ კუნდე, ედუარდო კამავინგა, უნაი სიმონი, გრეგორ კობელი, მაიკ მენიო და სხვა სახელოვანი ფეხბურთელები არიან.

სრული სია იხილეთ ლურჯად გაფერადებულ ბმულზე - სრული სია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გენო პეტრიაშვილი წლის მოჭიდავედ დასახელდა
გენო პეტრიაშვილი წლის მოჭიდავედ დასახელდა