ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ | კვარა ტოპ 10-შია
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ დაასახელა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ. CIES-მა 10 მოთამაშე გამოარჩია და რეიტინგის შესადგენად საკუთარი მეთოდოლოგია გამოიყენა.
„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში იმყოფება და „კვარა“ მე-6 პოზიციას იკავებს. ხვიჩა მხოლოდ მარკუს ტურამს (ინტერი), ედერსონს (ატალანტა), მარტენ დე როონს (ატალანტა), ბერატ ჯიმსიტისა (ატალანტა) და ალესანდრო ბასტონის (ინტერი) ჩამორჩება. კვარაცხელია ლაუტარო მარტინესს, ტიჯანი რეინდერსს, მატეო გენდუზისა და ამირ რაჰმანის უსწრებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში ბევრი აკრიტიკებს. იტალიური გამოცემები წერენ, რომ „კვარა“ სათანადო დონეს ვერ აჩვენებს და მეტოქეებმა ის შეისწავლეს, რის გამოც, ისეთი ეფექტური ვეღარაა, როგორც ადრე იყო. CIES-ის რეიტინგი კრიტიკოსებს საკადრის პასუხს სცემს და „ნაპოლისთვის“ „კვარას“ მნიშვნელობას აღწერს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. მიმდინარე სეზონში, მან მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 ასისტია.