კილიან მბაპე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ფინალში ითამაშებს - მბაპემ ტრავმა მოიშუშა

მადრიდის რეალი ახლა კატარში იმყოფება და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალისთვის ემზადება.

დღევანდელ დღემდე უცნობი იყო შეძლებდა, თუ არა კილიან მბაპე მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ესპანური გამოცემა MARCA იუწყება, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი მთლიანად გამოჯანმრთელდა და პაჩუკასთან სათამაშოდ მზად არის. კილიანს სურს, რომ მეორე მადრიდული ტიტული პირადად მოიპოვოს და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, ატალანტას წინააღმდეგ მიიღო, სადაც მოედნიდან 36-ე წუთზე გაიყვანეს.

ცნობისთვის, კილიანმა მადრიდის რეალის შემადგენლობაში, დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება რეალისა და პაჩუკას ფინალურ დაპირისპირებას, 18 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოს პატივისცემა უნდა დავიბრუნოთ“ - რონალდოს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს
„მსოფლიოს პატივისცემა უნდა დავიბრუნოთ“ - რონალდოს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს