ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ზივზივაძე მე-16 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის II ბუნდესლიგის მე-16 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გამოკითხვა ბუნდესლიგა 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა და ქართველი თავდამსხმელის გარდა, პრიზის დასაკუთრების შანსი ტორგე პაეტოვს, ფლორიან კასტენმაიერს, კილიან კორედორს, დემიონ დაუნსსა და ფისნიკ ასლანის ჰქონდათ. ბუდუმ გულშემატკივრთა ხმების 55% მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს, ზივზივაძის „კარლსრუე“ „რეგენსბურგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 4:2 იმარჯვა, ბუდუმ კი დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

ცნობისთვის, 16 ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, „პადერბორნის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძის დუბლი და კარლსრუეს მოგება - ბუდუ ბომბარდირთა დავაში გალიდერდა
ზივზივაძის დუბლი და კარლსრუეს მოგება - ბუდუ ბომბარდირთა დავაში გალიდერდა