„მაკჩიკენთან ჩხუბს არ ვაპირებ“ | თოფურიამ კონორს უპასუხა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის სიტყვებს გამოეხმაურა. რამდენიმე წუთის წინ, ირლანდიელმა მებრძოლმა დაწერა, რომ „თოფურიოსთან“ ჩხუბს არ აპირებს და „ელ მატადორს“ მისი განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია.
The rumors of a bout with topurio are false. I am in preliminary agreements with the Ambani family to face Logan Paul in a boxing exhibition in India.
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) December 17, 2024
I have agreed.
I will then seek my return to the Octagon.
„ჭორები მაკჩიკენთან ჩხუბის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება. არ ვაპირებ და არც ვარ დაინტერესებული სექსუალურ მოძალადესთან ორთაბრძოლით“.
The rumors of bout with mchicken are false. I don't fight nor am I interested in fighting with a rapist.
— Ilia Topuria (@Topuriailia) December 17, 2024
შეგახსენებთ, რომ ახლახან, მაკგრეგორი სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ნიკიტა ნი ლაიმჰინი ადანაშაულებს. 2018 წელს, კონორმა და მისმა მეგობარმა, ჯეიმს ლოურენსმა დუბლინში, ნი ლაიმჰინზე სექსუალურად იძალადეს. ირლანდიელი მებრძოლი არ უარყოფდა, რომ ნი ლაიმჰინთან ინტიმური კავშირი ჰქონდა, მაგრამ აცხადებდა, რომ ეს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა.
მაკგრეგორის განცხადებას რაც შეეხება, მან დაწერა: „ჭორები თოფურიოსთან ჩხუბის თაობაზე, ტყუილია. ამბანის ოჯახთან წინასწარი შეთანხმება მაქვს და ინდოეთში, საჩვენებელ ორთაბრძოლაში ლოგან პოლს დავუპირისპირდები. თანხმობა განვაცხადე და ოქტაგონზე ამის შემდეგ დავბრუნდები“.