ლამინ იამალი
Aa
Aa

„დაზიანება ბევრად სერიოზულია“ - ექიმს იამალის ტრავმაზე ერთი რამ აფიქრებს

„ბარსელონას“ სპორტულმა ექიმმა პედრო ლუის რიპოლმა გამოთქვა შეშფოთება ლამინ იამალის ტრავმის შესახებ, რომელმაც ანალოგიური დაზიანება უკვე ამ სეზონში მეორედ მიიღო.

17 წლის ესპანელმა „ლეგანესთან“ შეხვედრაში ტერფის არეში დარტყმა მიიღო და 3-4 კვირით მოედანს ჩამოშორდა.

„ეს არ არის უბრალო დაჭიმვა, არამედ ბევრად უფრო სერიოზული დაზიანებაა - წვივის ფიბულასთან დამაკავშირებელი გარსის მცირე რღვევა, ძვლების უწყვეტი შეერთება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც ცნობილია როგორც სინდესმოზი.

პროგნოზი გაცილებით გაურკვეველია. ერთ თვეზე ნაკლებ დროში მან მეორე ასეთი სახის დაზიანება მიიღო. ეს ბევრად უფრო მყიფე სტრუქტურაა, ვიდრე ტერფი.

მან მატჩების 80% ჩაატარა, შარშან კი 91%-ს მიაღწია. ბარსას სამედიცინო პერსონალი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მას სრულყოფილად უმკურნალოს, ყოველგვარი აჩქარების გარეშე. მე გირჩევდით ბიოლოგიურ მკურნალობას საკუთარი სისხლიდან მიღებული ცილის გამოყენებით - ეს მკურნალობა უკვე საკმაოდ გავრცელებულია ესპანეთში და ხელს უწყობს ასეთი დაზიანებების დროულად, საფუძვლიანად განკურნებას.

შესაძლოა მოხდეს დიასტაზი, ანუ წვივისა და ფიბულას გამოყოფა მემბრანის არარსებობის გამო, რაც მომავალში გამოიწვევს ტერფის უფრო მეტ არასტაბილურობას“,

- თქვა რიპოლმა Cadena Ser-თან საუბრისას.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ „ბარსელონა“ 17 წლის იამალს ზედმეტად ტვირთავს, რამაც უკვე შედეგი გამოიღო და ახალგაზრდა შემტევმა არასრულ ნახევარ სეზონში მეორე დაზიანება მიიღო. ამას თავისი მიზეზები აქვს - ჰანსი ფლიკს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰყავს და გუნდს საბრძოლო შემადგენლობის გამოყენების გარეშე სასურველი შედეგების დაფიქსირება უჭირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსენალი პროგნოზირებადი გუნდია“ - ანრის ანალიზი პრემიერლიგაზე
„არსენალი პროგნოზირებადი გუნდია“ - ანრის ანალიზი პრემიერლიგაზე