გენო პეტრიაშვილი წლის მოჭიდავედ დასახელდა
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ წლის მოჭიდავეები დაასახელა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეს ტიტული გენო პეტრიაშვილს მიენიჭა.
View this post on Instagram
30 წლის ქართველმა სპორტსმენმა სარეიტინგო სერიაში 68,000 ქულა დააგროვა და 2024 წლის განმავლობაში 4 ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, გორელი მოჭიდავე 2016 წლის რიო დე-ჟანეიროსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლების შემდეგ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული სამივე სინჯის მედლის გარდა, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია.