ტიერი ანრი
Aa
Aa

„არსენალი პროგნოზირებადი გუნდია“ - ანრის ანალიზი პრემიერლიგაზე

ტიერი ანრიმ „არსენალის“ შესახებ ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც „მეთოფეები“ პრემიერ ლიგაში გამარჯვებას დღემდე ვერ ახერხებენ.

„არსენალი პროგნოზირებადი გუნდია. დიახ, სტანდარტულებიდან გოლის გატანა შესანიშნავია. მათ პრემიერლიგაში ბოლო სამი გოლი სწორედ ასე გაიტანეს. მაგრამ, შეხედეთ ლივერპულს, რამდენად მრავალფეროვანია ეს გუნდი. როგორ აჩქარებებს აკეთებენ ნუნესი, ჟოტა, სალაჰი, დიასი. არსენალის შემთხვევაში კი თქვენ იცით, რომ თამაში საკასა და ოდეგორზე მიდის. ხოლო, თუ გუნდს გაუჭირდა და გოლი აქვს გასატანი, პასს ყოველ ჯერზე ბუკაიოს აძლევენ.

როდესაც არსენალს ვუყურებ, მგონია, რომ მათ გოლების გატანა მხოლოდ სტანდარტულებიდან შეუძლიათ. ეს არ არის მწვრთნელის პრობლემა. თუ შენ არ გყავს მოთამაშეები ხაზებს შორის, რათა ხელი შეუშალონ მეტოქის მწყობრ თამაშს და მათი ყურადღება გაფანტონ, ასეთ შემთხვევაში შენ ძალიან გაგიჭირდება. ბურთის მხოლოდ ფლანგიდან ფლანგზე გადატანა პრემიერლიგას ვერ მოგაგებინებს. ამისთვის ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.

როდესაც ლივერპულის თამაშს ვუყურებ, მეჩვენება, რომ ისინი ყოველ ჯერზე ცდილობენ გაიმარჯვონ, სხვები კი უბრალოდ ცდილობენ არ დამარცხდნენ“,

- ციტირებს ანრის სიტყვებს Daily Mail-ი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Football Insider: სიტი იანვარში რაღაც დიდს გეგმავს, მათ კვარა სჭირდებათ
Football Insider: სიტი იანვარში რაღაც დიდს გეგმავს, მათ კვარა სჭირდებათ