„თოფურიოსთან არ ვჩხუბობ“ | კონორ მაკგრეგორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კონორ მაკგრეგორმა უარყო ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა. მათი თქმით, UFC-ი ილია თოფურიასა და ირლანდიელი მებრძოლის ჩხუბის ჩანიშვნაზე ფიქრობდა, მაგრამ კონორმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება და ოქტაგონის ნაცვლად, მას რინგზე ვიხილავთ.
„ჭორები თოფურიოსთან ჩხუბის თაობაზე, ტყუილია. ამბანის ოჯახთან წინასწარი შეთანხმება მაქვს და ინდოეთში, საჩვენებელ ორთაბრძოლაში ლოგან პოლს დავუპირისპირდები. თანხმობა განვაცხადე და ოქტაგონზე ამის შემდეგ დავბრუნდები“.
The rumors of a bout with topurio are false. I am in preliminary agreements with the Ambani family to face Logan Paul in a boxing exhibition in India.
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) December 17, 2024
I have agreed.
I will then seek my return to the Octagon.
ვინც არ იცით, ლოგან პოლი ცნობილი ინფლუენსერი და იუთუბერია. პროფესიონალურ კრივში, მას ორი ბრძოლა აქვს გამართული და KSI-სთან და დილონ დენისთან იჩხუბა. ასევე, 2021 წელს, საჩვენებელ ორთაბრძოლაში ფლოიდ მეივეზერს დაუპირისპირდა.
მაკგრეგორს რაც შეეხება, მან UFC-ში ბოლოს 2021 წელს იასპარეზა და დასტინ პორიესთან წააგო. კონორი მაიკლ ჩენდლერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს ორთაბრძოლა არ გაიმართა.