ერთადერთი 600-ზე მეტ ფეხბურთელში | ჩაკვეტაძის მაგარი სტატისტიკა ჩემპიონშიფში
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ რიგებში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. „კრაზანები“ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებენ და „ჩაკვეს“ დიდი დამსახურებაა, ტომ ქლევერლის გუნდი პრემიერ ლიგის საგზურისთვის რომ იბრძვის.
„უოტფორდმა“ ბოლო შეხვედრა „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ გამართა და 2:1 იმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი მაღალი დონე აჩვენა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. გიოს წარმატებულ ასპარეზობას სტატისტიკაც მოწმობს და მას ჩემპიონშიფში უნიკალური შედეგი აქვს.
ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის მიმდინარე სეზონში, მოედანზე 600-ზე მეტი ფეხბურთელი გასულა. ჩაკვეტაძე ერთადერთია, რომლის ანგარიშზეც 40+ წარმატებული დრიბლინგი და 40+ შექმნილი სახიფათო მომენტია.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. „ჩაკვეს“ გუნდს 34 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა 21 დეკემბერს, „ბარნლის“ წინააღმდეგ ელის.