მუდრიკმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
ლონდონის „ჩელსის“ უკრაინელ შემტევს მიხაილო მუდრიკს დოპინგ ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.
Tribuna-ს ცნობით, უკრაინელი ფეხბურთელის „A" ნიმუშში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. მუდრიკმა დოპინგის ტესტი ოქტომბრის ბოლოს გაიკეთა. მოსალოდნელია, რომ ნიმუში „B"-ს შედეგებს სავარაუდოდ მალე გავიგებთ.
თუ ყველაფერი ასე წარიმართა, რა მდგომარეობაც ამჟამად არის, „ჩელსის“ გარემარბს დისკვალიფიკაცია ემუქრება.
მიხაილო მუდრიკს „ჩელსის“ შემადგენლობაში 28 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, ბოლოს ის მოედანზე კონფერენს ლიგაზე „ჰაიდენჰაიმთან“ (2:0) გამოჩნდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა ოთხი შეხვედრა გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა პრემიერ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და არც ერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
????BREAKING: Mykhailo Mudryk failed a doping test.
— Tribuna.com Україна (@tribunaua) December 16, 2024
That test was taken at the end of October.
The backup sample is expected to be opened in the coming days.
The Chelsea and Ukraine player is currently facing a ban.
Exclusive news by @tribunaua pic.twitter.com/9W73bUsgLD