პირველ ადგილზე მერაბია | UFC-ის რომელი ჩემპიონი რამდენჯერ შეამოწმეს დოპინგზე?
UFC-ის მებრძოლები მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან და მათ აკრძალულ პრეპარატებზე რეგულარულად ამოწმებენ. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჩემპიონები ხვდებიან და ახლახან, ცნობილი გახდა, 2024 წელს, ქამრის მფლობელი მებრძოლებიდან დოპინგზე ყველაზე მეტჯერ ვინ შეამოწმეს.
დეკემბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი დოპინგ-ტესტი მერაბ დვალიშვილმა გაიარა. „მანქანა“ აკრძალულ პრეპარატებზე 9-ჯერ შეამოწმეს. მეორე ადგილზე ისლამ მახაჩევი იმყოფება - 7. მას კი დრიკუს დუ პლესი, ჯულიანა პენია, ტომ ასპინალი და ვეილი ჟანი მოჰყვებიან(ყველას ექვსი).
UFC-ის კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დოპინგზე 5-ჯერ შეამოწმეს. იგივე ვითარება გვაქვს ალექს პერეირასთან, ბელალ მუჰამედთან და ჯონ ჯონსთან მიმართებით, ვალენტინა შევჩენკოს კი 4 ტესტი ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს პირველად UFC 311-ზე დაიცავს და უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. „ელ მატადორმა“ ტიტული მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა და „დალოცვილი“ ფენომენალურ სტილში დააფინიშა.