ატლანტა ჰოუქსი, ბოსტონ სელტიკსი, ზაზა ფაჩულია, კევინ გარნეტი
Aa
Aa

„ეს სიგიჟე იყო“ - ატლანტას ლეგენდამ ფაჩულია-გარნეტის ჩხუბი გაიხსენა

ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდის, ატლანტა ჰოუქსის ყოფილმა კალათბურთელმა, ჯო ჯონსონმა Dcyoungfly-სთან პოდკასტში სტუმრობისას NBA-ის 2008 წლის პლეიოფებში „ბოსტონ სელტიკთან“ სერიაზე ისაუბრა და ზაზა ფაჩულიასა და კევინ გარნეტის ჩხუბი გაიხსენა.

რას ამბობს ჯონსონი:

„რა იყო ატლანტის არენაზე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი? როდესაც პლეი-ოფში პირველად გავედით. მაშინ ბოსტონს შევხვდით და სერია 7 მატჩამდე გაგრძელდა. ეს ყველაფერი მაშინ სიგიჟე იყო და მსგავსი რამ მას შემდეგ არაფერი მინახავს“.

„რა იყო ამ სერიის ჰაილაითი? ამ სერიის გამორჩეული მომენტი ნამდვილად ის იყო, როდესაც ზაზა ფაჩულია კევინ გარნეტს დაუპირისპირდა. ისინი ერთმანეთს სახეებით გაუსწორდნენ, თავებს ურტყამდნენ, ეს სიგიჟე, სრული პანდემონიუმი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ატლანტა ჰოუკსი და ბოსტონ სელტიკსი პლეი-ოფში ერთმანეთს 2008 წლის სეზონში დაუპირისპირდნენ და სერია ბოსტონმა 4:3 მოიგო, ზაზა ფაჩულიასა და კევინ გარნეტის დაპირისპირება კი 28 აპრილს, სერიის მე-3 მატჩში მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები