ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მიკელე პადოვანო: ნერეშის თამაშის შემდეგ, კვარას უფრო მეტის ჩვენება მოუწევს

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მიკელე პადოვანომ „უდინეზესა“ და „ნაპოლის“ თამაში შეაფასა.

მან Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ყურადღება დავიდ ნერეშზე გაამახვილა და ამ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.

„ნაპოლი“ ძლიერი და სოლიდური გუნდი აღმოჩნდა. ნერეშის თამაშის შემდეგ, კვარას უფრო მეტის ჩვენა მოუწევს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კონტე რაღაც ცვლილებებს შეიტანს. რაც შეეხება ლუკაკუს, ის ზრდას განაგრძობს“, - თქვა პადოვანომ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.

ცნობილია, რომ ქართველი შემტევი მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს „ჯენოას“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს. 16 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, ლიდერ „ატალანტას“ კი 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნერეშის წყალობით კვარა არ მოგვნატრებია“ | იტალიური პრესა ნაპოლიზე
„ნერეშის წყალობით კვარა არ მოგვნატრებია“ | იტალიური პრესა ნაპოლიზე