ტაისონ ფიური, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

„ამას ფულისთვის ვაკეთებ“ - ფიური უსიკთან ჩხუბზე

WBC-ის ვერსიით, მძიმე წონაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ ოლექსანდრ უსიკთან ბრძოლის მოტივაციაზე ილაპარაკა.

ბრიტანელი მოკრივის განმარტებით, მთავარი ფაქტორი ფინანსური სარგებელია.

„ერთადერთი, რაც ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები არიან. ეს ბრძოლა მჭირდება, რათა ბევრი ფული მივიღო, რაც ჩემს შთამომავლობას დაეხმარება. ცხადია, რომ ამას მხოლოდ ფულისთვის ვაკეთებ. გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, ყველა პროფესიონალი მოკრივე ფულისთვის ჩხუბობს. არ მინდა პატარა თანხისთვის ვიმუშაო. მინდა, რაც შეიძლება ბევრი ფული გამოვიმუშაო. არ მჭირდება ყველაზე რთული ჩხუბები მცირე თანხისთვის“, - თქვა ფიურიმ DAZN-ის პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის ორთაბრძოლა, 21 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება.

გეტყვით ასევე, რომ მათ პირველ დაპირისპირებაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და უკრაინელმა მოკრივემ გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი შთაგონების წყარო ხარ“ | უკრაინელი ჯარისკაცის წერილი უსიკს
„ჩვენი შთაგონების წყარო ხარ“ | უკრაინელი ჯარისკაცის წერილი უსიკს