მაიკ ტაისონი, ტაისონ ფიური, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

ტაისონი: უსიკი მსოფლიში საუკეთესო მძიმეწონოსანია, მაგრამ მე ფიურისკენ ვარ

21 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის ორთაბრძოლა გაიმართება.

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა მათ დაპირისპირებაზე ილაპარაკა და თავისი ფავორიტი დაასახელა.

„უსიკი ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო მძიმეწონოსანია, მაგრამ იმედი მაქვს ფიური მოიგებს. რატომ? იმიტომ, რომ მე მისი ფანი ვარ. მამამისმა მას ჩემი სახელი დაარქვა და ახლა არ მივატოვებ“, - თქვა ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უსიკის პირველ დაპირისპირებაში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა და უკრაინელმა მოკრივემ გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ხალხი ომში მყოფი ქვეყნის მხარეს დგას“ - ფიური უსიკთან ბრძოლაზე
“ხალხი ომში მყოფი ქვეყნის მხარეს დგას“ - ფიური უსიკთან ბრძოლაზე