ბრუტალური ნოკაუტი | ცალხელა მებრძოლის ბრწყინვალე ფინიში
მარნი მაქსი MMA-ის ცალხელა მებრძოლია და ამ სპორტის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. Shooto Brasil 127-ის ფარგლებში, მაქსი ესტერფერსონ და სილვას დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა.
ორთაბრძოლა მაქსის უპირატესობით დაიწყო და ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა. პირველივე რაუნდში, ბრაზილიელმა მებრძოლმა ბრწყინვალე ფინიში გაიფორმა და და სილვა დაანოკაუტა, რის წყალობითაც კარიერაში მე-6 მოგება გაიფორმა.
მაქსის ბოლო სამი ჩხუბი აქვს მოგებული. 6 გამარჯვებიდან, 4-ჯერ ნოკაუტით მოიგო, 2-ჯერ კი - საბმიშენით. საერთო ჯამში, მას 10-ჯერ უჩხუბია და მისი ოცნება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში მოხვედრა გახლავთ.
MMA Fighting-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მაქსიმ აღნიშნა, რომ თავდაპირველად, კუნგ ფუს სწავლა დაიწყო, მაგრამ სუნთქვა უჭირდა და სწრაფად ანოკაუტებდნენ. შემდეგ, მუაი ტაიზე გადავიდა და დიდ წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ, კი MMA-ში გადაინაცვლა.