მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„მერაბს არავისი ეშინია“ | უმარის მწვრთნელი დვალიშვილთან ჩხუბზე საუბრობს

MMA-ის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან და სხვა ლეგენდებთან უმუშავია, მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბზე ისაუბრა. მენდესმა, რომელიც უმარს ავარჯიშებს, თქვა, რომ „მანქანას“ არავისი ეშინია.

„მერაბს უმარის არ ეშინია. დვალიშვილს არავისი ეშინია. არიდებდა თუ არა ნურმაგომედოვთან ორთაბრძოლას თავს? რა თქმა უნდა! ამბობდა კიდეც, უმართან არ ვიჩხუბებ, რადგან არ დაუმსახურებიაო, მაგრამ უმარი არ წყვეტს, რას იმსახურებს, UFC-ი აკეთებს არჩევანს.

ლას-ვეგასში მდებარე სფეროში მერაბმა სწორედ ამიტომ იჩხუბა. UFC-იმ უთხრა, შემდეგი ხარო და ომალისთან სატიტულო ბრძოლა მიიღო. წარმოდგენა არ მაქვს, ნამდვილი მიზეზი რა არის, რის გამოც, დვალიშვილი ოქტაგონზე გასვლაზე უარს ამბობდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ შიში არაფერ შუაშია.

პირადად მე, ვთვლი, რომ უმარისთვის ეს ყველაზე რთული გამოცდაა, რაც კი ოდესმე ჰქონია. 5 უმძიმესი რაუნდისთვის ვემზადებით. დვალიშვილს შეუძლია, 10 რაუნდი იჩხუბოს და მზად უნდა ვიყოთ ტემპისთვის, რომელსაც მერაბი შემოგვთავაზებს. დვალიშვილი არ ჩერდება და ეს სერიოზული გამოწვევა იქნება.

მერაბი ყველგან სახიფათოა. სტრაიკინგსა და პარტერში უმარი ოდნავ უკეთესია, მაგრამ ჭიდაობაში უპირატესობა დვალიშვილს აქვს. ეს ჩხუბი რთულად მეჩვენება, რადგან მერაბს საოცარი კარდიო და ჩემპიონის გული აქვს. ნახეთ, რა ხალხი დაუმარცხებია და შონ ომალი ჩვეულებრივ მებრძოლად წარმოაჩინა. ასე რომ, მერაბის სათანადოდ არ დაფასება სისულელე იქნება და ეს ბიჭი ჩვენი ურთულესი გამოწვევაა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება UFC 311-ზე გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის ორთაბრძოლა გახლავთ. UFC 311-ს თბილისის დროით, 19 იანვარს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის გოლი პსჟ-სთან და ჩხუბი დონარუმასთან - ლიონი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
მიქაუტაძის გოლი პსჟ-სთან და ჩხუბი დონარუმასთან - ლიონი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა