კარგი თამაში დაუფასდა | ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის ტურის სიმბოლურ ნაკრებში
გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის „უოტფორდმა“ საკუთარ კედლებში „ვესტ ბრომვიჩი“ 2:1 დაამარცხა და „ჩაკვე“ „კრაზანების“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ჩაკვეტაძის თამაში 8 ქულით შეაფასა და გიორგი ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დაასახელა. მის გარდა, სიმბოლურ ნაკრებში „უოტფორდის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი მოხვდა - ვაკუნ ისუფ ბაიო, რომელმაც „ვესტ ბრომვიჩთან“ დუბლი გაიფორმა.
Sofascore-ის გარდა, „ჩაკვე“ ტოპ 11-ში EFL Stats-მაც შეიყვანა და მის ვერსიაშიც „უოტფორდის“ ორი ფეხბურთელი მოხვდა. ქართველი ნახევარმცველი და ზემოთ ხსენებული ბაიო.
???????????? ???????????????????????????????????????????????? ????????????????-????????
— EFL Stats (@EFLStats) December 16, 2024
???????????????? ???????? ???????????? ????????????????
????????????????
Brynn #Boro
Wilson #DCFC
Batth #Rovers
Cashin #DCFC
Forsyth #DCFC
Chakvetadze #WatfordFC
Rudoni #PUSB
Brownhill #BurnleyFC
Hamer #SUFC
Mason-Clark #PUSB
Bayo #WatfordFC pic.twitter.com/Zmq4PbXqiK
21 ტურის შემდეგ, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.