48 სამქულიანი | გოლდენ სტეიტმა და დალასმა ისტორია დაწერეს
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ და „დალას მავერიქსმა“ ისტორია დაწერეს. ლუკა დონჩიჩი და კომპანია „მეომრებს“ სტუმრად დაუპირისპირდნენ და 143:133 იმარჯვეს, შეხვედრაში კი NBA-ისთვის სარეკორდო ოდენობის სამქულიანი ჩავარდა.
„გოლდენ სტეიტისა“ და „დალასის“ კალათბურთელებმა, საერთო ჯამში, 48 სამქულიანი ჩააგდეს, რაც ისტორიაში არასდროს მომხდარა. „უორიორსმა“ პერიმეტრიდან 54-ჯერ შეუტია 27 სროლა გამოიყენა, „მავერიქსმა“ 41-დან 21 სამიანი ჩააგდო.
„დალასის“ რიგებში ბრწყინვალე იყო დონჩიჩი - 45 ქულა, 11 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება. ლუკამ 40-ქულიანი სამმაგი დუბლი კარიერაში მეცხრედ გააკეთა. კლეი ტომპსონმა 29 ქულა დააგროვა და 7 სამქულიანი ჩააგდო, კაირი ირვინგის ანგარიშზე კი 21 ქულა იყო. „გოლდენ სტეიტის“ რიგებში 29 ქულით ენდრიუ უიგინსი გამოირჩა. სტეფ კარის 26 ქულა და 10 ასისტი ჰქონდა, დრეიმონდ გრინს - 21 ქულა.
ცნობისთვის, „გოლდენ სტეიტს“ 14 მოგება და 11 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე გახლავტ. „დალასი“ 17 მოგებითა და 9 წაგებით მე-3 პოზიციას იკავებს.