გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ცუდად მიიღო“ | მიქაუტაძემ დონარუმასთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში, „ლიონი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ნახევარში, პარიზელთა მეკარესთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან შელაპარაკება მოუვიდა.

მე-40 წუთზე, მიქაუტაძემ ლამაზად შეასრულა, გოლი გაიტანა და ანგარიში 1:2 გახადა. გიორგიმ ბურთი აიღო, იტალიელ მეკარეს შეხედა და გაიცინა, რაც დონარუმას არ მოეწონა და ქართველ თავდამსხმელს ხელი ჰკრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიქაუტაძემ დონარუმასთან მომხდარ მცირე ინციდენტზე ისაუბრა.

„არაფერია, არაფერია. გავიცინე და მან ეს ცოტათი ცუდად მიიღო. მატჩის შემდეგ მივედი და ვუთხარი, რომ გამაბედნიერა იმან, რომ მას ბურთი თავზე გადავუგდე. სულ ეს იყო“.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ დაგროვებული 25 ქულით „ლიონი“ მეხუთე ადგილზეა. გიორგის ანგარიშზე კი, 4 გოლი და 1 საგოლე პასია. მიქაუტაძე და კომპანია მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის გოლი პსჟ-სთან და ჩხუბი დონარუმასთან - ლიონი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
მიქაუტაძის გოლი პსჟ-სთან და ჩხუბი დონარუმასთან - ლიონი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა