ენტონი ედვარდსი, სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილის სამიანი | სან ანტონიომ მინესოტასთან წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსის“ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია „მინესოტა ტიმბერვულვზმა“ დაასრულა. ტექსასელებმა საშინაო არენაზე გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან მეოთხე წააგეს და 92:106 დამარცხდნენ.

მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა. სანდრომ პარკეტზე 8 წუთი და 23 წამი გაატარა და შეხვედრა 3 ქულით, 1 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ რიგებში ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა - 20 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი, 7 დაფარება. ჰარისონ ბარნსმა 17 ქულა დააგროვა, ჯერემი სოხანმა - 17 ქულა, 15 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. „მინესოტას“ მხრიდან საუკეთესო ენტონი ედვარდსი იყო - 26 ქულა, 5 მოხსნა. ჯულიუს რენდლმა 11 ქულა დააგროვა, ნიკელ ალექსანდერ-უოლკერმა კი 17 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ ანგარიშზე 13 მოგება და ამდენივე წაგებაა. „სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებს და მისი მომდევნო მეტოქე „ატლანტა ჰოუქსი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის გოლი პსჟ-სთან და ჩხუბი დონარუმასთან - ლიონი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
მიქაუტაძის გოლი პსჟ-სთან და ჩხუბი დონარუმასთან - ლიონი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა