კარლ-ენტონი თაუნსი, გოგა ბითაძე, ჯეილენ ბრანსონი
Aa
Aa

გოგას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა | ორლანდოს პირველი საშინაო მარცხი

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში, საშინაო არენაზე პირველად დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდს 10-დან 10 მოგება ჰქონდა, მაგრამ გამთენიისას, „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 91:100 წააგო.

ბითაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი და 50 წამი გაატარა. ამ დროში, მის ანგარიშზე 8 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, მის პასივში კი 4 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი იყო.

„ორლანდოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 32 ქულა მორიც ვაგნერმა დააგროვა. ტრისტან და სილვამ მატჩი 20 ქულით დაასრულა. „ნიუ იორკის“ რიგებში საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი იყო - 31 ქულა, 5 ასისტი. კარლ-ენტონი თაუნსმა 22 ქულა, 22 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მიკალ ბრიჯისმა კი თავი 17 ქულას მოუყარა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 17 მოგება და 11 წაგება აქვს. „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 გახლავთ და მისი მომდევნო გაჩერება „ოკლაჰომა სითი თანდერია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯარიმის გარეშე მისი გაჩერება შეუძლებელია“ - ქლევერლი ჩაკვეტაძეზე
„ჯარიმის გარეშე მისი გაჩერება შეუძლებელია“ - ქლევერლი ჩაკვეტაძეზე